ფოთში, „ცხელების ცენტრში“ სულ ოთხი პაციენტი იმყოფება.
მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.
„ჩვენთან იმყოფება სულ ოთხი პაციენტი, ესენი არიან 17 წლის გოგონა ჩხოროწყუდან, 33 წლის ქალი და 65 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. ასევე, 88 წლის ქალი ფოთიდან. ყველა მათგანს აღენიშნება ცხელება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ ,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.