ფოთში კორონავირუსზე შსს-ს 40 თანამშრომელი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთში კორონავირუსზე შსს-ს 40 თანამშრომელი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

ფოთში ახალ კორონავირუსზე გეგმური ტესტირების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი გამოიკვლიეს. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განუცხადა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ 40 პირი. ისინი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. როგორც ველოდით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.