ფოთში კორონავირუსზე მებაჟეებისა და ფარმაცევტების კვლევა გრძელდება
ფოთში კორონავირუსზე მებაჟეებისა და ფარმაცევტების კვლევა გრძელდება

ფოთში ახალ კორონავირუსზე კვლევის მიზნით, მებაჟეების ნაწილს სინჯები დღესაც აუღეს.

გეგმური კვლევის ფარგლებში ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ფოთიდან რამდენიმე ფარმაცევტის სინჯიც გაიგზავნა.

„აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. ფოთში დღეს ცხრა მებაჟესა და ოთხ ფარმაცევტს ჩაუტარდა კვლევა. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. გუშინ გაგზავნილი კვლევების შედეგები კი, დღეს გახდება ცნობილი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.