ფოთში კორონავირუსზე კიდევ 83 პირი გამოიკვლიეს
ფოთში კორონავირუსზე კიდევ 83 პირი გამოიკვლიეს

ფოთში კორონავირუსზე 83 პირის ტესტების შედეგებს ელოდებიან. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ველოდებით 83 პირის კვლევის შედეგს. საბედნიეროდ, დღეს ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვიმედოვნებთ, გაგზავნილი ნიმუშების კვლევების შედეგები უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.