ფოთში კორონავირუსზე 91 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთში კორონავირუსზე 91 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის 91 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. ისინი ჯანდაცვის სფეროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

მხეიძის თქმით, მათი ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის უკვე გაიგზავნა.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 91 პირს. 48 ჯანდაცვის სფეროს, 43 პირი კი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.