ფოთში კორონავირუსზე 50 ტესტი ჩატარდა
ფოთში კორონავირუსზე 50 ტესტი ჩატარდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის 50 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან.

მხეიძის თქმით, მათი ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის ხვალ დილით გაიგზავნება.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 50 პირს. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.