ფოთში კორონავირუსზე 166 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთში კორონავირუსზე 166 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ქალაქში „პისიარ“ კვლევისთვის 166 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. მხეიძის თქმით, მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 166 პირს. მათგან ნაწილი ინფიცირებულების კონტაქტები, ნაწილი კი გეგმური კვლევის მიზნით აღებული ნიმუშებია. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

ცნობისთვის, ფოთში დღეს კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.