ფოთში კორონავირუსზე 166 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთში კორონავირუსზე 166 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 166 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, დღეს ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„პისიარ“ კვლევისთვის გუშინ გაგზავნილი 166 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგები ცნობილია და ყველა უარყოფითია. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 პირი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეიძლება ითქვას, ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება“,- განაცხადა ნანა მხეიძემ.