ფოთში კორონავირუსზე 153 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ფოთში კორონავირუსზე 153 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან პისიარკვლევისთვის გაგზავნილი 153 პირის ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგი ცნობილია და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ 153 პირი. ხუთი თვითიზოლაციაში მყოფი პირია, 44 სამართალდამცავი სტრუქტურების, 107 კი საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების თანამშრომელია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.