ფოთში კორონავირუსზე 146 ტესტი ჩატარდება
ფოთში კორონავირუსზე 146 ტესტი ჩატარდება

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ქალაქში „პისიარ“ კვლევისთვის 146 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. მხეიძის თქმით, მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. მათგან 110 ინფიცირებულის კონტაქტია, 26 – შსს-ს წარმომადგენელი, 10 კი, თვითიზოლაციაში მყოფი პირია.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 146 პირს. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.