ფოთში კორონავირუსზე 101 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთში კორონავირუსზე 101 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის 101 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. ისინი ჯანდაცვის სფეროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

მხეიძის თქმით, მათი ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის ხვალ დილით გაიგზავნება.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 101 პირს. ისინი ჯანდაცვის სფეროს, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.