70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ერთი სპეცუბანი იმოქმედებს
70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ერთი სპეცუბანი იმოქმედებს

ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მზად არიან არჩევნების ყველა წესის დაცვით ჩასატარებლად, ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დაცული შესაბამისი ნორმები.

„26-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის რაოდენობა 108 498-ია. რაც შეეხება ფოთს, ამომრჩევლის რაოდენობაა 41 376. 32-ივე უბანი მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ეტაპობრივად გავეცით ინვენტარი, ასევე დღეს გავცემთ მნიშვნელოვან დოკუმენტაციას – აქ არის შემაჯამებელი ოქმები, საკონტროლო ფურცელი, ყუთის სპეციალური ლუქები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია, არჩევნებისათვის უბანს ჰქონდეს. უბანი 07:00 საათზე გაიხსნება და 08:00 საათზე დაიწყება კენჭისყრის პროცედურა.

დაგვემატა ერთი სპეცუბანი კოვიდინფიცირებულებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან სამედიცინო დაწესებულებაში და თვითიზოლაციაში. ამ ადამიანებმა გააკეთეს განაცხადი, დაწესებულებამ თავად მიაწოდა სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სწორედ ამ უბანზე გვექნება სამი გადასატანი ყუთი, თითო ყუთს გაყვება ორ-ორი პირი. უშუალოდ ამ უბანზე კენჭისყრის პროცესი არ იქნება, უბრალოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით მოხდება ხმის მიცემა“, – განაცხდა 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ.