ფოთში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ
ფოთში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ

ფოთში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრებს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.

ბიოლოგიური მასალის პასუხები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ისინი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი.

„ახლა მიმდინარეობს მეზობლების თერმოსკრინინგი, ინფიცირებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.