ფოთში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა

12:20, 30.09.2020

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ექვსი პირი კი გამოჯანმრთელდა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ამ დროისთვის ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

,,ბოლო მონაცემებით, ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 45 ადამიანი იმყოფება. ექვსი ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ფოთის სტაციონარში მკურნალობას გადის 34 კოვიდინფიცირებული, აქედან ხუთი ფოთელია. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნინო ლეფსაიამ.

მსგავსი