ფოთში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:01, 28.10.2020

ფოთში დღეს კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა

„ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა გრძელდება. ასევე, გრძელდება პისიარკვლევები. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი შეიცვალოს“, – აცხადებს ნანა მხეიძე.

ჯამში, ფოთში ინფიცირებულთა რიცხვი 227- შეადგენს, გამოჯანმრთელდა 90, სტაციონარულ მკურნალობაზეა 15 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი იმყოფება 4 პირი.

მსგავსი