ფოთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება
ფოთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება

ფოთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ზომების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება.

ფოთის მერიის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი სტიკერები გაიკრა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვა ობიექტებზე.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში, ვინაიდან სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება.”- ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.