ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. კორონავირუსი გამოუვლინდათ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებსაც.

მისი თქმით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების „პისიარ“ კვლევები კვლავ გრძელდება“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.