ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:48, 17.03.2021

ფოთში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მოსახლეობის ეპიდკვლევა გრძელდება.

„ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 4 257 პაციენტი, გარდაცვლილია 38, აქტიური პაციენტია 45 მათ შორის სტაციონარშია 20, კარანტინში ორი , ბინაზე კი 23.

თვითიზოლაციაში იმყოფება 52 კონტაქტირებული პირი, ტესტირება ჩაუტარდა 505 პირს, მათ შორის 370 გეგმიურია.

„ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია მკურნალობს 24 პაციენტი“- აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.

მსგავსი