ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, მათ შორის ერთი პედაგოგია, დანარჩენები კი სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ ინფიცირებული თანამშრომლების კონტაქტები არიან.

ბოლო მონაცემებით, ფოთში კორონავირუსის 105 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 28 გამოჯამრთელდა. თვითიზოლაციაში კი 191 პირი იმყოფება.