ფოთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:28, 11.10.2020

ფოთში, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ფოთში ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“-ის 39 ადგილობრივი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 18, თვითიზოლაციაში რჩება 76 პირი.

საქართველოს მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.

მსგავსი