ფოთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:24, 20.01.2021

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

„ფოთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ პერიოდისათვის ფოთში რეგისტრირებულია 3802 პაციენტი, გარდაცვლილია  25, გამოჯანმრთელებულია 3 480 პირი, აქტიური პაციენტია 297, სტაციონარში იმყოფება 53, მათ შორის ფოთის ჰოსპიტალში 38 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. კარანტინშია ექვსი, ბინაზე კი 238 პირი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მსგავსი