ფოთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს. რამდენიმე საბავშვო ბაღში შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი. პერსონალის ეპიდკვლევა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება 410 პირს ჩაუტარდა და 34 ინფიცირებულიდან, ორი „კორიდას” თანამშრომელია.

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 4 435 პაციენტი, გარდაცვლილია – 41. აქტიური პაციენტია 289, მათ შორის სტაციონარშია 63, კარანტინში ათი, ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა 216 პირი. თვითიზოლაციაზეა 270 კონტაქტირებული პირი, ახალი შემთხვევის 30 კონტაქტი.

ტესტირება ჩაუტარდა 410 პირს, მათ შორის 150 გეგმურია. „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლეფსაიამ.