ფოთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:20, 05.02.2021

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში ამ დროისთვის კორონავირუსის 189 აქტიური შემთხვევაა.

„ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება მშვიდია. ამ დროისთვის ფოთში სულ გამოჯანმრთელებულია 3 878 პაციენტი, გარდაცვლილია 29, აქტიური პაციენტია 189, სტაციონარში იმყოფება 51, მათგან ფოთის ჰოსპიტალშია 34 ინფიცირებული. კარანტინშია ოთხი, ბინაზე 134, თვითიზოლაციაში კი 208. ტესტირება ჩაუტარდა 113 პირს, მათგან 21 გეგმიურია“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მსგავსი