ფოთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ფოთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრში აცხადებენ, რომ ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 766 პაციენტი გადის მკურნალობას.

ფოთში სულ აღრიცხულია კორონავირუსის 2 067 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 238 პაციენტი, გარდაიცვალა რვა პირი.

„ამჟამად აქტიური პაციენტად ითვლება 821, მათ შორის სტაციონარშია 28. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 27, ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გადის 766. თვითიზოლაციაშია 260, მათ შორის ახალი შემთხვევების კონტაქტებია 42.

დღეს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა 280 პირს. აქედან ახალი შემთხვევების კონტაქტებია 67. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 40 პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.