ფოთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

„ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 3 841 პაციენტი, ამ დრომდე ფოთში სულ გარდაცვლილია 26 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 3 510 პაციენტი. სტაციონარში იმყოფება 48, მათ შორის ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 35 ინფიცირებული, კარანტინშია ოთხი, ბინაზე კი 253 პირი“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.