ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, უმეტესობა კი სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილში“ ინფიცირებულთა კონტაქტებია.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. „პისიარ“ კვლევები გრძელდება. ტესტირება კი ჩაუტარდა 23 სიმპტომურ პაციენტს“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ბოლო მონაცემებით, ფოთში „კოვიდ-19“-ის 170 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება – 410 ადამიანი.