ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 11 ფოთში დაფიქსირდა. ინფიცირებულები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის არიან არასრულწლოვანები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგანაც „პისიარ“-კვლევები კვლავაც გრძელდება.

„ამჟამად ფოთში 160 აქტიური პაციენტია, სტაციონარულ მკურნალობაზეა 14 პაციენტი, კარანტინშია 23 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 214 პირი. ფოთის ჰოსპიტალში იმყოფება 40 პაციენტი. ეპიდკვლევა და კონტაქტების ძიება კვლავაც გრძელდება“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი.