ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა
ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა

ღამის განმავლობაში, ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განაცხადა. ფოთის მერი მოქალაქეებს წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას როგორც კომენდანტის საათის დროს დაწესებული რეგულაციები, ასევე მთავრობის ყველა რეკომენდაცია. როგორც მოგეხსენებათ, ფოთი საზღვაო ქალაქია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნავსადგურის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას. აქედან გამომდინარე, თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად მხარი უნდა დავუჭიროთ აღნიშნულ ვითარებას. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ როგორც თვითიზოლაციის, ასევე სხვა ყველა რეკომენდაცია.

დარღვევებს რაც შეეხება, ძირითადად ფიქსირდება მსუბუქი ავტომანქანებით მგზავრების გადაყვანის წესების დარღვევა“, – განაცხადა ფოთის მერმა.