ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში მოზარდი გადავარდა
ფოთში, ხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში მოზარდი გადავარდა

ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი მეგობრებთან ერთად იყო.

„ბიჭი ორ მეგობართან ერთად მოდიოდა. მოაჯირზე გაიარა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. ამ დრომდე ვერ პოულობენ“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური და პოლიცია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.