ფოთში, ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ფაზისი“ გაიმართა
ფოთში, ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ფაზისი“ გაიმართა

ფოთში, ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ფაზისი“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, ბულგარეთის, ლატვიის, ყაზახეთის, ისრაელის, სომხეთის, რუსეთის, ბელარუსიისა და პოლონეთის შემოქმედებითი ჯგუფები.

ფესტივალი სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, ჟიურის წინაშე 700-მდე კონკურსანტი წარსდგა.

ფესტივალის ორგანიზატორის, სტუდია „თეთრი თოლიას“ ხელმძღვანელის დარეჯან გეფერიძის თქმით, ჟიურის გადაწყვეტილებით, გრანპრი გამორჩეულ კოლექტივს გადაეცა, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.

„ხულოს უხუცესთა ანსაბლმა „ბერმუხამ“ ეს ჯილდო დამსახურებულად მოიპოვა“, – დარეჯან გეფერიძემ.

საერთაშორისო ფესტივალი „ფაზისი“ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.