ფოთში ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა
ფოთში ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაიწვა ორსართულიანი სახლი, განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

„გამოძახებისთანავე მივედით შემთხვევის ადგილზე. სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება გავუწიეთ. ხანდაზმული მამაკაცი კი გარდაცვლილი დაგვხვდა“ – განაცხადა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა, ლუარა ჯახიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.