ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დევნილებმა აქცია „მოგვეცით უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ გამართეს

14:29, 17.07.2021

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები შეიკრიბნენ და აქცია „მოგვეცით უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ გამართეს.

ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე წლებია, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისთვის საშიში ზონიდან გასახლებას მოითხოვს, პარალელურად კი, ცდილობს საკუთარი უფლებები სასამართლოში დაიცვას.

აღნიშნული პრობლემით დაინტერესდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

მსგავსი