ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა, სადაც მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს.

პროტესტს ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მძიმეწონიანი მანქანებით მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირება ხდება.

მათივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცემენტის ქარხნის მუშაობის გამო, ჰაერი დაბინძურებულია.

მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

მათი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით მსგავსი აქციები არაერთხელ გამართეს, თუმცა თითქმის ორი წელია, პრობლემა მაინც მოუგვარებელია.

აქციის მონაწილეებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია. მისი განცხადებით, არსებული პრობლემები მისთვის ცნობილი და გასაგებია, თუმცა მათი მოკლე დროში მოგვარება შეუძლებელია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ბრიგადები.