ფოთში, სასაზღვრო პოლიციის 18 თანამშრომელს გეგმური კვლევის ფარგლებში ტესტირება ჩაუტარდა

10:24, 09.07.2020

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

„ფოთში დღეს ტესტირება ჩავუტარეთ სასაზღვრო პოლიციის 18 თანამშრომელს. პასუხები დღეს გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მსგავსი