ფოთში გეგმურად გამოკვლეული 138 პირის ნიმუშის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია
ფოთში გეგმურად გამოკვლეული 138 პირის ნიმუშის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 138 პირის ანალიზების პასუხები ცნობილია.

არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი იყო 138 ბიოლოგიური მასალა. აქედან 105 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, 33 კი, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების ნიმუშები იყო. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. აღნიშნული კვლევა გეგმური იყო და პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.