ფოთში, გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს
ფოთში, გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს

ფოთში, გამსახურდიას ქუჩის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს.

მათი განცხადებით, ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება. უხვი ნალექის დროს, იტბორება საცხოვრებელი სახლების ეზოები.

„მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება. ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ. აუტანელი სუნია. ყოველი წვიმის დროს გაუსაძლის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ხელისუფლებას არა ერთხელ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ“, – განაცხადა დოდო სიჭინავამ.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და სათანადო ზომებს მიიღებენ.