ფოთში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 62 წლის ლანჩხუთელ და 43 წლის სამტრედიელ მამაკაცებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

„ჩვენს კლინიკაში ორივე პაციენტი მოთავსებული იყო ბოქსირებულ პალატებში და ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

ამჟამად, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა. ერთი უკვე გაეწერა კლინიკიდან, მეორე კი, აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.