ფოთში გამოკვლეულ 24 მებაჟეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:13, 23.05.2020

ფოთიდან კორონავირუსზე მიზნობრივი კვლევის ფარგლებში ლაბორატორიაში გაგზავნილი საბაჟოს 24 თანამშრომლის ანალიზის პასუხები უარყოფითია.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, გამოკვლევა „პისიარ“ მეთოდით ჩატარდა.

„კვლევები წინა დღეებშიც ტარდებოდა. საბაჟოს თანამშრომელთა ნაწილის ანალიზის პასუხები ცნობილია და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. დღეს დამატებით 24 ანალიზის პასუხი შევიტყვეთ და ყველა უარყოფითია. პროცესი პრევენციული მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მსგავსი