ფოთში გამოკვლეულ 22 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

10:30, 17.07.2020

ფოთიდან ახალ კორონავირუსზე 22 პირის „პისიარ“ კვლევის შედეგი ცნობილია, ვირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ისინი თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ერთი პაციენტი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან.

„გამოვიკვლიეთ 22 ადამიანი. ისინი თვითიზოლაციაში მყოფი პირები, ტუბდისპანსერის პაციენტი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

მსგავსი