ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟოს 37 წარმომადგენელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟოს 37 წარმომადგენელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთში გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟოს თანამშრომლების „პისიარ“ კვლევის შედეგი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„ფოთში დავტესტეთ გაფორმების ეკონომიკური ზონისა და საბაჟოს 37 წარმომადგენელი. აღნიშნული კვლევა გეგმური იყო და პრევენციული მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.