ფოთში ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, სალმონელა გამოვლინდა

16:49, 07.08.2019

ფოთში ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, სალმონელა გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილი 28000 კგ. ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სალმონელა გამოვლინდა.

აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

მსგავსი