ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე აქცია იმართება
ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე აქცია იმართება

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობას საავტომობილო გზა აქვს გადაკეტილი. ისინი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილებას და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, მძიმეწონიანი მანქანებით ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხდება, ხოლო ქარხნიდან მუშაობის პროცესში მტვერი იფრქვევა, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

„აქ შეკრებილები ვაპროტესტებთ ცემენტის ქარხნის მუშაობას, საიდანაც მტვერი იფრქვევა, ის ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. ასევე ვაპროტესტებთ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას, რომლებიც მავნე ნივთიერების ტრანსპორტირებას ახორციელებენ. არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. უკვე მერამდენედ ვიკრიბებით, მაგრამ ამ დრომდე აღნიშნული საკითხი არ მოგვარდა. გამონახონ ამ მანქანების სამოძრაოდ სხვა, ალტერნატიული გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გავმართავთ,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.