ფოთში ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელი დაჭრეს
ფოთში ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელი დაჭრეს

ფოთში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. იგი ერთ-ერთი მარკეტის თანამშრომელია.

დაზარალებულს ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება. ექიმების ცნობით, დაზარალებულს ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სავარაუდო დამნაშავის დაკითხვა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დატოვე კომენტარი