ფოთში, ექვსი მოწვევის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს
ფოთში, ექვსი მოწვევის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ფოთში, ექვსი მოწვევის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა. საკრებულოს წევრებმა ფოთში არსებული პრობლემები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი მათ მოგვარებას უზრუნველყოფს.

„სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, ყველა თაობის საკრებულოს წარმომადგენელები შევიკრიბეთ. ეს შეკრება მნიშვნელოვანი იმითაც, რომ აქ არამხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები, არამედ პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ჩვენ პირველები ვიქნებით საქართველოში, ვინც ამ ფორმატით მიმართავს ამომრჩეველს მოწოდებით, რომ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს”, – აცხადებს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, მოგელი ტყებუჩავა.