ფოთში ექვსი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება
ფოთში ექვსი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება

ფოთში, თვითიზოლაციაში ექვსი ადამიანი იმყოფება.

აქედან ერთი 18 წლისაა, დანარჩენები კი 30-დან 45 წლამდე ასაკის არიან.

„ერთი ჩამოსულია იტალიიდან, ერთი საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. არცერთს არ აღენიშნება ტემპერატურა. არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად.

ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იგრძნონ, დაგვიკავშირდნენ.

დღეისათვის სიტუაცია აბსოლუტურად მართვადია. ყველა იცავს იზოლაციის წესებს და არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.