ფოთში, ე.წ. ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე ათი პაციენტია მოთავსებული, მათ კორონავირუსზე ტესტს დღეს აუღებენ
ფოთში, „ცხელების ცენტრში“ ათი პაციენტია მოთავსებული. ყველა მათგანს რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
ამჟამად მათი ბიოლოგიური მასალის აღების პროცესი მიმდინარეობს. ყველაზე უმცროსი პაციენტი სამი წლისაა.
„ცხელების ცენტრში გვყავს 50 წლის და 51 წლის მამაკაცები ფოთიდან, 83 წლის ქალი და 29 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 67 წლის მამაკაცი განმუხურის საკარანტინო ზონიდან, იგი გალიდანაა, გვყავს კიდევ ერთი პაციენტი განმუხურის საკარანტინო ზონიდან, იგი 33 წლის ქალია. ცხელების ცენტრში იმყოფება 32 წლის მამაკაცი, 38 წლის მამაკაცი და ასევე, 33 წლის ქალი ზუგდიდიდან. ყველაზე პატარა პაციენტია სამი წლის გოგონა ლანჩხუთიდან. ყველას აღენიშნება ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა. ახლა მიდის ტესტირების პროცესი, ყველა იტესტება“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.