ფოთში დღეს კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში დღეს კორონავირუსის 21 შემთხვევა გამოვლინდა

17 ოქტომბერს ფოთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ. მათივე ცნობით, ინფიცირებულებს შორის არიან „აჭარა ტექსტილი ფოთის“ თანამშრომლები, მედიკოსები, პედაგოგები და სხვა პროფესიის ადამიანები.

ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის მატებისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.