ფოთში დღეს კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში დღეს კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა

ფოთში დღეს კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულების კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების „პისიარ“ კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ბოლო მონაცემებით, ფოთში გამოვლენილია ინფიცირების 240 შემთხვევა, მათგან 95 გამოჯანმრთელდა, თვითიზოლაციაში იმყოფება 256 პირი.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა უსიმპტომო, ან მსუბუქი პაციენტია.