ფოთში, ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული
ფოთში, ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამჟამად ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულია ხუთი პაციენტი. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი. ერთიანი დაკვირვებით გადაწყდება, თუ რომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ყველა მათგანი შემოიყვანეს ტემპერატურით. ზოგს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. პნევმონია ჩამოყალიბებული არც ერთს არ აქვს და ეს იმედს გვაძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გამორიცხვის მეთოდით გადავწყვეტთ, ვის გავუკეთოთ ანალიზი“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.