ფოთში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ოთხი პაციენტის, მათ შორის მოზარდის, ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც ფოთის ჰოსპიტალში აცხადებენ, ოთხივე პაციენტს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა.

„ყველა მათგანს აღენიშნებოდა ცხელება. მანამდე, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ სამ პაციენტს არ დაუდასტურდა ვირუსი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად, ცხელების ცენტრში იმყოფება 43 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა ასევე გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.